ანრი ოხანაშვილი: გავაძლიერეთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ძლიერი პარლამენტი

“ჩვენ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი გააძლიერა, რაც მისივე თქმით, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ძლიერი პარლამენტი აქვს.
„საქართვლოს კონსტიტუციის დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს ქვეყნის, როგორც წარსულს და იმ პრინციპებს, რომელზეც იდგა ქართული სახელმწიფო, ასევე მომავალს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
​საქართველოს კონსტიტუციამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით თუ ზოგადად სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, ჩვენ გავაძლიერეთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ძლიერი პარლამენტი, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაბალანსებული ინსტიტუტები და ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და საზოგადოებას კონსტიტუციის დღე მიულოცა.
ცნობისათვის, კონსტიტუციის დღე პრეზიდენტის სასახლეში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები