ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახლთან, სამმეტრიანი მონუმენტი ლითონის თუთის ხით დაიდგმება

ოზურგეთის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახლთან 3-მეტრიანი მონუმეტი დაიგმება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„ორშაბათს ჩაისხმება საფუძველი ანა კალანდაძის სახლის შესახვევში – აშენდება 3 მეტრის სიმაღლის ლითონის მონუმენტი თუთის ხით, რომელსაც ექნება წარწერა – „აქ დაიბადა პოეზიის დედოფალი – ანა კალანდაძე“. შეხვედრები და საუბრები მქონდა სოფლის გამგებელთან, სკოლის დირექტორთან და მოსახლეობასთან.
დაახლოებით 1 თვე დასჭირდება სამუშაოებს“, – წერს კაპიტანი დომენიკ მანგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები