მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ​
მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტვილის მერი, ალექსანდრე გრიგალავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებსაც. შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა. მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი