რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯარის მოდერნიზებას დააფინანსებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ მოსკოვში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით რუსეთი „რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს“.
როგორც შოიუგუმ განაცხადა, „აფხაზეთმა და რუსეთმა ორი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე შექმნეს“. „პირველებმა გამოვაცხადეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მის ყოველმხრივ დახმარებას ვაგრძელებთ. ჩვენი სამხედრო ბაზა კი, რომელსაც მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენი ერთობლივი ძალებით, სტაბილურობის გარანტი ხდება“,-აღნიშნა შოიგუმ.