თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა

0
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, მუხაესტატეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლოებას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავრობის მეთაურს რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გააცნო. საუბარი ძირითადად გაზიფიცირების, წყლისა და გარე განათების პრობლემას შეეხო. რიჟვაძემ შეკრებილ მოსახლეობას გააცნო პროექტები, რაც უკვე განხორციელდა და ასევე, ისაუბრა პროექტებზე, რომელიც ადგილობრივების მიერ გაჟღერებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი