ოკუპანტებმა არცევიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალებმა არცევში გუშინ საქართველოს მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ზანგურაშვილი გიორგი, დააკავეს.
ზანგურაშვილი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი.
„ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – განაცხადეს სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები