მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული მოსწავლეები ბელორუსიის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ

0

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხუთი წარჩინებული მოსწავლე და ერთი პედაგოგი ბელორუსიის ქალაქ სვეტლოგორსკში, მეგობრობის საერთაშორისო ბანაკ „კოსმოსში“, საზაფხულო დღეების გასატარებლად 6-აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბანაკიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე, და მერის მოადგილე, მარინა ზურაბიშვილი, შეხვდნენ. მათ სამომავლო აქტივობებზე, ბელორუსიაში ყოფნის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს. მცხეთასა და სვეტლოგორკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წარმატებული პარტნიორული კავშირი ორ ქალაქს საშუალებას აძლევს ერთობლივად განახორციელონ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები, პარტნიორული კავშირების გასამტკიცებლად. საზაფხულო გამაჯანსაღებელ ბანაკში მოსწავლეები აკადემიური მოსწრებისა და ნიჭიერების მიხედვით შეარჩიეს, პედაგოგ შორენა ბუჯიაშვილის ხელმძღვანელობით.
მორის ბეკურიშვილი – ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლე და საგანმანათლებლო პროექტის ”ეტალონი” მონაწილე, ნინო ბურჯანაძე – სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ილიას ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსების გამარჯვებული (სამხატვრო ხელოვნება ), ალექსანდრე ვაჭარაძე – მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, მრავალგზის კონკურსების ლაურეატი საფორტეპიანო საშემსრულებლო ხელოვნებაში, ავთანდილ ომარაშვილი – მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე საბავშვო გუნდ „მცხეთა“-ს წევრი, მათე ჯაფარიძე – მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, იუჯი – ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემიის მოსწავლე.
შეხვედრას მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ინა ახალბედაშვილი, ა(ა)იპ მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები მოსწავლეთა და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი