ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები თურქეთში აღარ ჩატარდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნებზე კენჭისყრა სტამბოლში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვადიმ ხარაზიამ განაცხადა.
მისი თქმით, „აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნა საარჩევნო კომისია შესაბამისი აქტებით. მაგრამ 2 აგვისტოს ცესკოს მივმართე, რომ მათ საარჩევნო უბნის დისლოცირების ადგილი სტამბოლიდან საქარიაში გადაიტანონ, მხოლოდ 22 აგვისტოს მიპასუხეს, რომ ამის უფლება არ მქონდა, რადგან კანონს ვარღვევ, თუმცა კანონში მსგავსი არაფერი წერია“,-განმარტა ხარაზიამ. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სტამბოლში არჩევნების ორგანიზებას ვეღარ ახერხებს. საქარიაში საარჩევნო უბნის გადატანა უკავშირდებოდა იმას, რომ სწორედ იქ ცხოვრობენ კომპაქტურად აფხაზები. მისი თქმით, საქარიაში 54 აფხაზური სოფელია, სადაც 60 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს. დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება. საარჩევნო უბნები უნდა გახსნილიყო, მათ შორის, მოსკოვში ჩერქეზეთსა და სტამბოლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები