სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

0
ამ წუთებში სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადესმ ამ დროისთვის ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები არ შეიმჩნევა, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების მეშვეობით.
“ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე კვლავ მუშაობას აგრძელებს საგანგებოდ შექმნილი საველე შტაბი, საიდანაც მთელი ღამის განმვალობაში ცეცხლის კერების ზუსტ კოორდინირებას ვახდენდით. ტყის მასივში ცეცხლის ღია კერები არ შეიმჩნევა, თუმცა საგანგებო შტაბი კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელებს მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის ექსცესი“,-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი