ამაზონის ტყეში ხანძართან ბრძოლისთვის ბრაზილიის მინისტრთა კაბინეტის მობილიზება მოხდა (ფოტო,ვიდეო)

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძართან ბროლის მიზნით, ქვეყნის ყველა სამინისტროს მობილიზება მოახდინა.
Globo.-ს ინფორმაციით ამაზონის ტყეში ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, ხანძრის არეალი გასული წლის მონაცემს 82%-ის აღემატება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკვე დღეს გახდება ცნობილი ხანძართან ბრძოლის პირველი ნაბიჯების შესახებ.
ბრაზილიას დახმარება ჩილიმ, არგენტინამ და ვენესუელამ შესთავაზა.
ამაზონის ხანძარს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტყე ჩვენს პლანეტას 20%-ის ჟანგბადს აწვდის. ეს საერთაშორისო კრიზისია. მნიშვნელოვანია, რომ საკითხი განხილოს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე “,-დაწერა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები