ცეცხლი 40 ჰექტარ ტყის მასივს უკიდია-სოფელ საყავრეში ცეცხლის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს (ფოტოები)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეში ტყის მასივზე გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზების პროცესი 2 საათზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. როგორც “კვირას” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი 40 ჰექტარზეა გავრცელებული და მის ლოკალიზებაში სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ერასტი ელიჯარაშვილმა “კვირასთან” საუბარში აღნიშნა, ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეს თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა, ცეცხლი ახლომდებარე სასაფლაოდან გავრცელდა.
ამ წუთებში, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზებას ელოდებიან.