სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარს 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო მანქანა და 170 მეხანძრე ებრძვის

0

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.ამ დროის
თვის არსებული ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი