სოფო კილაძე, შოთა ხაბარელი და სიმონ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოსიაურის, სატივესა და ახალსოფლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

0

პარლამენტის წევრები – სოფო კილაძე, შოთა ხაბარელი და სიმონ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ოსიაურის, სატივესა და ახალსოფლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – გელა ხანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში და, კერძოდ, სატივეში, ოსიაურსა და ახალსოფელში იგეგმება. ასევე, ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
​ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ამარტივებს მომავალი წლების დაგეგმვის პროცესს, რადგან უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლების საჭიროებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი