გორის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

0

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკა სუხიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად ის საქართველოს განათლების სამინისტროს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე გადასვლას ასახელებს.

მერის ყოფილმა მოადგილემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზი  გორში ჩატარებული “რეგიონ ფეშენ ვიკი” იყო, რა დროსაც კეთილმოწყობის თანამშრომელი დაიღუპა.

“განათლების სამინისტროს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოში ერთ-ერთ პოზიციაზე დავინიშნები, ხვალ უფრო დეტალურად მეცოდინება და  აუცილებლად გაგაცნობთ. მირჩევნია, ხელშეკრულება რომ გაფორმდება, მაშინ გითხრათ, წინასწარ თქმა არ მაქვს კარგად დაცდილი“, – განაცხადა ეკა სუხიშვილმა.

ცნობისათვის, ეკა სუხიშვილს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის  აღნიშნული თანამდებობა 2017 წლის 13 ნოემბრიდან ეკავა. ჯერჯერობით,  უცნობია,  ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

 

კომენტარები

კომენტარი