ზესტაფონში ცხრაწყარო-ძლოურდანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია პირველად მიმდინარეობს

0

ცხრაწყარო-ძლოურდანეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლოურდანეთი ერთ-ერთი სოფელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც პირველად ხდება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა.
როგორც „კვირას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტაციის ფარგლებში 1 კმ-მდე მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა ხდება.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის კეთილმოწყობაზე 235 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „მამისონი“ აწარმოებს.
გზის რეაბილიტაციის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა – დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.
რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 500-მდე ადამიანი შეძლებს. ცხრაწყარო-ძლოურდანეთის გზის რეაბილიტაცია, სატენდერო ვალდებულების მიხედვით, 2019 წლის 7 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი