ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის მუდმივი კოლექციის 11 ორიგინალი დღეს მირზაანს დაუბრუნდა
ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის მუდმივი კოლექციის 11 ორიგინალი დღეს მირზაანს დაუბრუნდა.
მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნამუშევრები 4 თვის განმავლობაში გამოფენილი იყო ტალინის მიკკელის მუზეუმში.
ფიროსმანის ორიგინალებთან ერთად ასევე იყო პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრაფიკული პორტრეტი.
დღეიდან მუზეუმში ექსპოზიციაში სულ 14 ორიგინალია.
ესტონეთის დედაქალაქ ტალინის მუზეუმმა „მიკკელმა“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენა ესტონეთის ეროვნული მუზეუმის, ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ექსპოზიციაზე მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცული სრული კოლექცია გამოიფინა.