ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ფრანგ მუსიკოსსა და კომპოზიტორს – მიშელ სონის უმასპინძლებს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს, ბათუმში, 1-10 სექტემბერს, ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და მომავლის ვარსკვლავები. მათ შორის ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  5-6-7 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის დრამატული თეატრი უმასპინძლებს სონის მეთოდოლოგიურ  მასტერკლასს პედაგოგებისა და პიანისტებისთვის.  მას დაესწრებიან უკვე შერჩეული ნორჩი პიანისტები, რომლებიც წლების გამავლობაში ეუფლებიან მის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას.
მასტერკლასებზე დასწრება უფასოა.

5 სექტემბერი, 20:00

ბათუმის დრამატული თეატრი
ალექსანდრა მასალევა – ფორტეპიანო, რუსეთი

მიშელ სონი – „ნაპირები“ – დიურანის გამოცემა
ფერენც ლისტი – საფორტეპიანო სონატა სი მინორი
ფერენც ლისტი – „რიგოლეტო“ პერიფრაზი

6 სექტემბერი 20:00

ბათუმის დრამატული თეატრი
ლიდი სოლომონი – ფორტეპიანი, საფრანგეთი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, მიშელ სონი, მორის რაველი.

ბილეთები https://tkt.ge/Show/202095/aleqsandra-masaleva

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები