“ფული გვაქვს, კრიტიკული და საუკეთესო არხი “ცხვება” – ნიკა გვარამია გეგმებზე საუბრობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ წერს.

“მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვ-ს, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა  რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი “ცხვება”. მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი, ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტვ-ა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და “შვილებს რა ვაჭამო” არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება. p.s – ბოლო ოთხის სიტყვა “მთავარი არხის” სლოგანია. p.s ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა, პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის. as simple as that.”, – წერს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები