რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანტკართან დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამასთან, საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატი თბილისის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში არ შემოსულა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
„ფაქტზე გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნეს სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები