,,ფოტოგრაფია – მეხსიერების გასაღები“ – სიღნაღში, ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართება

23 აგვისტოს, 17.00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა – ,,ფოტოგრაფია – მეხსიერების გასაღები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სარალიძე გაუძღვება, რომელმაც გაიარა მასტერკლასი ფოტოგრაფიაში: სოციალური პროექტი ,,ფოტოგრაფია თანაბარი შესაძლებლობებით“ და სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის კურსი ფოტოგრაფიაში.
საუბრები შეეხება ფოტოხელოვნებას და მის დარგებს, ასევე, რა არის ფოტოგრაფია და რა ტიპის კამერები არსებობს, ცნობილი და უცნობი ფოტოგრაფების ნამუშევრების განხილვა, ხოლო შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები