ჯონ ლენონის საღამო გაიმართება

22 აგვისტოს, 19:00 საათზე, „მზიურის კაფეში“ წიგნის – „ჯონ ლენონი“ წარდგენა გაიმართება, რომელიც გამოიცა სერია „50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია“ ფარგლებში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენს ავტორი  თემურ ტონია. საღამოს ლენონის ცნობილი სიმღერებით მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ნალი“.
„კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ადამიანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ჯონ ლენონის ასეთი შეფასება გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ, როცა მის მიერ განვლილ ცხოვრების წლებს მივადევნებთ თვალს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები