ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულმა საქართველოს რვა მოქალაქემ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვა

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულმა პირებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვეს. ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს რვა მოქალაქე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაიყვანეს.
​შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, დაკავებულები შს სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაათავისუფლეს.
​შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური და სოსო დვალიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები