ცურტავის დედათა მონასტრამდე მისასვლელ გზაზე სულ მალე ბეტონის გზა დაიგება

ბოლნისის მერმა – დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესა და საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ცურტავსა და ფარიზში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ ცურტავში დედათა მონასტრამდე მისასვლელი 730 გრძივი მეტრის ბეტონის გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში კი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან. შენობაში სველი წერტილების მოწყობა აქტიურ ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ სოფელში სარწყავ ქსელზე ბოგირის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები