ტიმოთესუბნის ტაძარში თვითნებურად აგებული სათავსო მოიხსნება
ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ტაძარში თვითნებურად აგებული სათავსო მოიხსნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფსა და ადგილობრივ სასულიერო პირთა შორის შეთანხმება მიღწეულია.
ძველი სათავსოს მაგივრად, მოეწყობა ახალი, ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ახალი ობიექტის ვიზუალური ფორმის შეთანხმების პროცესში, ტომოთესუბნის რელიგიურ მსახურებთან ერთად, ეპარქიის მღვდელმთავარიც ჩაერთვება.
ვინაიდან საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსოს ძეგლი ფიზიკურად არ დაუზიანებია, ამიტომ ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.