ბახმაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

0

ბახმაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ერთმა მგზავრმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი გორაკზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამოტრიალდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი