ხელისუფლების წარმომადგენლები აბაშის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და აბაშის მერი ლევან მაკალათია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას მაიდაში, სამიქაოსა და ონტოფოში შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

“შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგების, ნაპირსამაგრების, შიდა გზების და გაზიფიცირების პრობლემების მოგვარება დაასახელა. შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებეს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება”,- აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები