ყაზბეგში ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების, ტყუპების – ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე ექვსი გუნდი იყო წარმოდგენილი: “ყაზბეგი”; „ყაზბეგი-2″; „წიქარა” (თბილისი); „ტაო” (ასპინძა;) „თელავი (თელავი); „იბერია სპორტუნი” (მცხეთა);
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ძმები წიკლაურების სახელობის ტურნირის ფინალში ერთმანეთს გუნდები „ყაზბეგი” და „ტაო”დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ასპინძის გუნდი „ტაო” გახდა. გამარჯვებულ გუნდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
ტურნირს დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი – მალხაზ თოფურია, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – მიხეილ ხურციძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები.
ძმები წიკლაურების სახელობის ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით 2016 წლიდან იმართება.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ოთხი ქართველი გმირი, ტყუპები – ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, ასევე, მათი ოჯახის წევრები – თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები აფხაზეთიდან 2014 წელს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლები დაკრძალულნი არიან დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები