რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის შეტანის წესი დღეიდან გამკაცრდა

რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის შეტანის წესი დღეიდან გამკაცრდა.
დამტკიცებული წესის მიხედვით, მებაჟეები თვითმფრინავების, მატარებლების, ასევე, ეკიპაჟის წევრების ბარგს შეამოწმებენ. გარდა ამისა, მკაცრად შემოწმდება ავტომობილებში არსებული ტვირთი.
მაღალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციის, მაგალითად, კიტრისა და პომიდვრის, საზამთროს, ნესვის, ასევე, ყავილების გადატანა მხოლოდ 5 კგ ოდენობით იქნება შესაძლებელი; ყვავილების შემთხვევაში, მაქსიმუმ, 3 თაიგულის შეტანა.
უფრო დიდი ოდენობის პროდუქციის შეტანას სპეციალური ფიტოსანიტარული სერტიფიკატი დასჭირდება, რომელიც ადრე გათვალისწინებული არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები