19 აგვისტოს, ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება

 დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, 19 აგვისტოს, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ გამართულ თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე გამოვლენ შემსრულებლები – Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur. ისინი დილამდე იქნებიან ფესტივალის სტუმრები.
„შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება – ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს, არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები