„იგი მონუმენტური პანოსავითაა, რომელზედაც კარგად მოჩანს დასრულებული თუ დაუსრულებელი შტრიხები“ – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:
„48- წლიანი ეპოქა დასრულდა, მისი მოღვაწეობა განაწილებულია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში, თითქმის თანაბრად. იგი მონუმენტური პანოსავითაა, რომელზედაც კარგად მოჩანს დასრულებული თუ დაუსრულებელი შტრიხები.
მალე შეემატება საქართველოს მღვდელმთავართა და მეფეთა საძვალეს საფლავი მისი, ვინც ამდენი განსხვავებული შეხედულების და სულისკვეთების, პოლიტიკური გემოვნების და აღმსარებლობის ადამიანს უყვარდა. ხშირად მსმენია მისგან, მომიტევეთ, თუ რამეში არასწორი ვიყავიო. მიუტევოს უფალმა მასაც და ჩვენც. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ჩემი სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს”, – აღნიშნავს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები