კანარის კუნძულებზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან – ევაკუირებულია 4 ათასამდე ადამიანი

კანარის ერთ-ერთი კუნძულიდან, გრან-კანარიადან ტყის ხანძრის გამო 4 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.
BBC-ის ინფორმაციით, ხანძარს 10 თვითმფრინავითა და ვერტმფრენით ებრძვიან, ასევე, ქრობაში 700 მეხანძრე, მათ შორის 200 სამხედროა ჩართული.
ხანძარი ქალაქ ტეხედასთან გაჩნდა; ამჟამად, განადგურებულია 1700 ჰექტარი.
ადგილობრივი მაღალჩინოსნის თქმით, ხანძრის ქრობას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადრიდს დახმარების თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები