საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს დაკავებული მოქალაქეების ავტომობილები გადასცეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ პირთა კუთვნილი სამი ავტომობილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიყვანეს. სამივე ავტომობილი სამართალდამცავებს ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი. ამ დროისთვის, უცნობია, როდისთვის იგეგმება თავად დაკავებულების გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს რვა მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.