არჩილ თალაკვაძე: სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს 7 მოქალაქის გატაცების ფაქტს ,,ფეისბუქგვერდზე” ეხმიანება.

,,სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს,”- წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები