არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თევზჭერის სფეროში არსებულ პრობლემებს, შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებს და იმ ოჯახების მდგომარეობას შეეხო, ვინც თევზის რეწვითაა დაკავებული.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სოფლებში, ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო, ვერ ახერხებენ, პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან, ამიტომ, ჩვენ ჩავდივართ მათთან და ვესაუბრებით იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც მათთვის არის მნიშვნელოვანი. ვინიშნავთ პრობლემებს და ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ინიციატივებზე და გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია გამოგვადგება 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში”,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ფოთის მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

არჩილ თალაკვაძე ასევე იმყოფებოდა თევზსაჭერი გემების ნავმისადგომში – „სამხრეთ მილი”, სადაც კომპანიაში დასაქმებულებს შეხვდა და გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები