თბილისში, აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და კონტაქტურები იყვნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, სასტუმრო მდებარეობს და დაშავებულთაგან სამი უცხოელი ტურისტია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები