ამერიკელ მეთოჯინესთან, ბურნი ფავერთან შეხვედრა გაიმართება
22 აგვისტოს, 15:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანამანთლებლო ცენტრის ორგანიზებით, ამერიკელ მეთოჯინესთან, ბურნი ფავერთან შეხვედრა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ლეგენდებს თოჯინებზე, დაამზადებენ თოჯინა-მარიონეტებს ნაცნობი ზღაპრებიდან და შექმნილი მარიონეტებით „გააცოცხლებენ“ ზღაპარს.
თოჯინა-მარიონეტი – თეატრალური თოჯინის ტიპია, რომელიც ბავშვს მოძრაობაში თოკების საშუალებით მოყავს. თოჯინა-მარიონეტი კიდევ უფრო მეტად მშვენიერია იმით, რომ ის ბავშვის ხელში – „ცოცხლდება“! თვითონ ბავშვი „თამაშობს“ თოჯინის ნაცვლად და ამ თამაშში მას ეხმარება უფროსი ადამიანი. ასეთი უფროსი მეგობარი ბავშვებს ბურნი ფაუერი ჰყავთ, რომელიც მათ მარიონეტების შექმნის ისტორიის გაცნობასთან ერთად, თოჯინის შექმნაშიც ეხმარება.
შეხვედრას გაუძღვება ბურნი ფავერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარიონეტებისა და თოჯინური ხელოვნების კვლევაში.
თოჯინა-მარიონეტების მასტერ-კლასები, თანმხლები თეატრალიზებული მახასიათებლებით, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და გასაგები შემოქმედებითი აქტივობის ფორმაა ნებისმიერი ასაკის ადამინისთვის. თამაშით გაცოცხლებული ზღაპრული სამყაროს შექმნა ძალიან საინტერესო პროცესია.
თოჯინა-მარიონეტის დამზადება – უჩვეულო საქმიანობაა, თოჯინის გაკეთება სულაც არ არის რთული და ბავშვებს ძალიან უყვართ და ეს სიყვარული უფრო ძლიერდება, როცა საინტერესო და ლამაზ სათამაშოს თავიანთი ხელით ამზადებენ.
მის: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ.N 10.