შილერის ჯილდოს გამარჯვებული გერმანიაში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი გახდა
2019 წლის შილერის ჯილდოს გამარჯვებული ქართველი, გერმანიაში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი გახდა.
გერმანიაში საქართელოს საელჩოს ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 14 ნოემბერს, შტუტგარტის ლიტერატურულ სახლში.
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ულოცავს ნინო ხარატიშვილს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.