ნათია თურნავა: იმერეთის რეგიონში ხუთი ათასზე მეტ ოჯახს წელს ბუნებრივი აირი ექნება

„გრძელდება გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 226 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. დღეს დავათვალიერე სამუშაოები ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში – ზოგიერთ სოფელში გაზიფიცირება უკვე სრულდება, ზოგიერთში კი ახლა დაიწყო და ვფიქრობთ, გათბობის სეზონის დაწყებამდე, ამ სოფლებსაც ექნებათ გაზი”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ იმერეთში ვიზიტისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რის შემდეგაც სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, მთლიანად, იმერეთის რეგიონში 29 დასახლებული პუნქტი დაიფარება – „ეს არის 5150 ოჯახი, რომელიც უკვე წელს შეძლებს მიიღოს ბუნებრივი აირი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები 16 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. სულ გაზიფიცირდება 158 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 599 99.71 ლარი. საპროექტო მილის სიგრძე 22 751 მეტრია. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი ინვესტ 2009″ შეასრულებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება. საერთო ჯამში, გაზიფიცირდება 39 ოჯახი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 64 508.03 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 2 419 მ. სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია შპს რაც „მნათობი 2013″
რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეს, აქაც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო გაზიფიცირება და სექტემბერში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებს 215 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 383 710.92 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 14 912 მ. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „მნათობი 2013″ ასრულებს.
ნათია თურნავას თქმით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ – ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. „ამ მაჩვენებლით ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვართ ევროპაში. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი” – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად იმერეთის სოფლებში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები