„დედაქალაქის მერი ღამის 2 და 3 საათზე მიდის ობიექტებზე იმისთვის, რომ მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სტანდარტების დაცვით განხორციელდეს”

0

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ოპოზიციას ახალი დავალება აქვს მიღებული და აბსურდული განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისი თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა და ამას საზოგადოებაც ხედავს.
„ოპოზიციას „შტაბკვარწირიდან“ ახალი დავალება აქვს მიღებული. ისინი აბსურდული განცხადებებით ცდილობენ ჩვენს ძლიერ მიმართულებებზე, როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ნაწილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე წელს რეკორდული თანხა იხარჯება. თქვენი განცხადებების მიზანი არის შელახოთ დედაქალაქის მერისა და საკრებულოს იმიჯი. ეს არ გამოგივათ, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ ზრუნავს თბილისზე კახა კალაძე. იმისთვის, რომ პროექტები სტანდარტების მიხედვით განხორციელდეს, ის ღამის 2 და 3 საათზე მიდის ობიექტების შესამოწმებლად. მას აქვს მკაცრი და ობიექტური მიდგომა, რომ საქმე გაკეთდეს ყველა სტანდარტის დაცვით,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის განმარტებით, რაც შეეხება კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას. დედაქალაქის მერია იმ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ, კონტრაქტში 3 წლიან საგარანტიო ვადების პუნქტს უდებს. ირაკლი ზარქუას თქმით, სწორედ ამის საფუძველზე მერია კომპანიებს ხარვეზების საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ავალებს.

კომენტარები

კომენტარი