თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო თურქულ ონლაინმედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
“სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი!
თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელთა შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
https://www.aa.com.tr/tr/turkiye/kumbetteki-mezarin-sultan-alaaddine-ait-olma-ihtimali-daha-guclu/1557768?fbclid=IwAR0_POv0JmQSyAbaV-q_t04qvsFCZxbbCjwof9oJIFZJaj4xTYbi2LezGKc

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები