უბედური შემთხვევა ბაკურიანში – მშენებარე სახლიდან მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ბაკურიანში, მშენებარე სახლის მეოთხე სართულიდან 56 წლის მამაკაცი ჩამოვარდა. ის მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცდა. გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები