გია აბაშიძე: “ელკუპონე” გოცირიძე თუ „ობშეპიტის“ „პოლიტექსპერტი“ რას იტყვის, საზოგადოებას დიდი ხანია, არ ადარდებს

“ელკუპონე” გოცირიძე რას იტყვის, საზოგადოებას არ ადარდებს”, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და კობი-ქვეშეთის გზის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.

„ამ მარგინალის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარების გარდა, ბმულს ჩახედეთ პროექტის შესახებ, თორემ “ელკუპონ”ე გოცირიძე თუ „ობშეპიტის“ „პოლიტექსპერტი“ რას იტყვის, საზოგადოებას დიდი ხანია, არ ადარდებს“, – წერს ექსპერტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იხსენებს:

14.08.2019

მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამით რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისთვის სამხედრო გზა ეხსნება.

10.04.2012

„ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გია აბაშიძე აზიარებს georoad.ge-ს ბმულს „ქვეშეთი-კობის პროექტი“:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები