ბოგდან პეტროვი: რუსეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას

“ამ წუთებში, რუსეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ბოგდან პეტროვმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.
“ახლახან, ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-11 წლისთავი, დღეს კი საოკუპაციო ხაზზე ვდგავართ  და, სწორედ ამ წუთებში, რუსეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას. მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანას,  ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას”, – განაცხადა პეტროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები