“გვჯერა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა შესრულდეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.
„ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან მას შეუძლია, იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.