გუგუტიანთკართან უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა – საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს

დღეს, დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა. ამ წუთებში ბოძებისა და ე.წ. სასაზღვრო ბადეების დამონტაჟება მიმდინარეობს.
პროცესის გამო ადგილობრივების სახლების ნაწილი ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.
კერძოდ რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის – გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.
ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები