„თბილისი ენერჯი“ სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ამოწმებს საცხოვრებელი ფართებსა და გაზგაყვანილობას, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს.
“თბილისი ენერჯის“ ცნობით, კომპანიის სპეციალისტებმა ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2702 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი – ჩახსნილი.
თუმცა, პირველ ჯერზე, მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე – თქვენ მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.
კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები.
მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში.
გთავაზობთ 2019 წლის ივლისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით.
ისანი-ვაზისუბანი 557; სანზონა 332; ჩუღურეთი 277; სამგორი 276;
წყნეთი 257;გლდანი 197; კრწანისი 184; საბურთალო 174; ნაძალადევი 171;
ნუცუბიძე 93; დიდუბე 65; დიღომი 51; ვაკე 40; მთაწმინდა 28; სულ 2702.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები