თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით,
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, გაფრინდაულის, ყიფიანის, გვეტაძის, ბოხუას, ჭიაურელისა და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნისა და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის ნაკვეთების, მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის, სანზონის, ღრმაღელეს, სანერგეს, ქსნის, ჩარგლის, ქვიშხეთის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, ხევძმარის, რომელაშვილის, მუხიანის, მონადირეს, ფირცხალავასა და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირისა და მიხა ხელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, აბანოს, ბოტანიკურის, სამღებროს, საადის, გორგასლისა და ირგვლივის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის, ქერჩისა და ბიჭვინთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვისა და მცხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები