ბათუმში ავტომობილი გაქურდეს

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15 ნომერში, ავტოსადგომზე ავტომობილი გაქურდეს.

შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ორი საფულე გარკვეული თანხით და საბუთები, მათ შორის, მართვის მოწმობა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები