არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა.
„თქვენ მძიმე ომი გადაიხადეთ, დაკარგეთ ძმები და დები, თანამებრძოლები, თუმცა დღესაც, ამდენი წლის შემდეგ არ დაგიკარგავთ რწმენა და იმედი, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და მშვიდობიანი მომავალი გვექნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, აფხაზეთის ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 27 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კობა კობალაძე, პარლამენტის წევრები – სიმონ ნოზაძე და გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.
14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები