“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი”–AB ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი”–AB ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მილიონობით დავალიანების მქონე ეროვნულ მაუწყებლებს ვალების რესტრუქტურიზებას სთავაზობს.
“AB-ი ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის მიუთითებდა სამაუწყებლო – მედია სექტორში არათანაბარ საგადასახადო პირობებზე, რომლის ნაწილია გავლენიანი მაუწყებლების მიმართ ლოილაური, ხოლო მცირებიუჯეტიანი ლოკალური მაუწყებლების მიმართ მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ ეს მიდგომა არ ქმნის არათანაბარ პირობებს.
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” – AB აქამდეც აწვდიდა მთავრობას კონკრეტულ წინადადებებს მზა პოლიტიკის დოკუმენტს, მედიასექტორში, აუდიო-ვიზუალური მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად, თუმცა პასუხად პოლიტიკური ნება დღეს გამოხატულია იმ მილიონობით დავალიანებაში („რუსთავი 2-ს“ 28 მილიონამდე, „იმედს“ – 19 მილიონის ფარგლებში, „მაესტროს“ კი 9 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვთ დაგროვილი), რაზეც ფინანსთა სამინისტრო დღეს თავად საუბრობს.
“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” – AB, მოვითხოვთ, მთავრობამ ამჯერად მაინც აწარმოოს ფართო მსჯელობა საკითხის ირგვლივ. ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მზაობას, ჩავერთოთ პროცესში და წარვადგინოთ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები